AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION
  28.02.12.
 შეძრწუნდი შენი თავის გამო 
 რეჟისორი ანდრონ კონჩალოვსკი თანამედროვე რუსეთის შესახებ

მოსახლეობის კლების აბსოლუტური მაჩვენებლით რუსეთი მსოფლიოში 
1-ლ ადგილზეა.
მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლით რუსეთს უკავია 160-ე ადგილი მსოფლიოში, ჩამორჩება რა ბანგლადეშს.
არყისგან ყოველწლიურად რუსეთში 70 000 ადამიანი იხოცება.
რუსეთს მსოფლიოში 1-ლი ადგილი უკავია მიტოვებული ბავშვების რიცხვის მიხედვით.
Transparency International-ის გამოკვლევაში რუსეთი, კორუფციის მიხედვით, 178 ქვეყანას შორის 154-ე ადგილზეა.


  19.02.12.
 რა ბარაქა მოუტანეს ობამას 
 "გარაჟის ბიჭებმა"
 ჰილარისთან და "ვეშაპებთან" ბრძოლაში

ჰაი-ტეკის პიონერებმა, - გეიტსმა, ჯობსმა, ბრინმა და კომპანიამ -  თითქმის არაფრიდან რომ შექმნეს თავის პლანეტარული ბიზნესი - პლანეტარული როგორც მასშტაბის, ისე გავლენის თვალსაზრისით! - კარგადაა ცნობილი. ისიც არავისთვისაა სიახლე, რომ "გარაჟებში გაზრდილმა ბიჭებმა" ტრანსნაციონალურ გიგანტებს "ყურები დაახიეს ". მაგრამ მათი როლის და ადგილის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის - კერძოდ, ობამას არჩევნებში არც ისე ბევრია ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ქვემოთ წარმოდგენილი მცირე პასაჟი სწორედ ამ როლის შესახებ იამბობს...


17.01.12.
როგორ გახდა ლუთერი ვირუსი
მარტინ ლუთერი და თანამედროვე სოციალური  ქსელები
ამ სამყაროში ახალი არაფერია - მ.შ. არ "ლაიქების" რევოლუცია. "ფეისბუქამდე" და  "არაბულ გაზფულამდე" 500 წლი 
ადრე სოციალურმა ქსელებმა თავისი წვლილი შეიტანეს რეფორმაცის გამარჯვების საქმეში. არ გჯერა? 
მაგრამ ჟურნალი The Economist სწორედ ამას ამტკიცებს. 


05.02.12.
XXC
ახლა...
ვკითხულობ და ვისვენებ.
(კითხვის დროს შეიძლება: რაღაც გაიგო; ვერ გაიგო; იამო; ვერ იამო; დაგებადოს გრძნობა; მოგეწამლოს გრძნობა; დაგებადოს აზრი; დაკარგო აზრი... და ა.შ. და ა.შ.)
და:
შეიძლება დაისვენო კიდეც.
ჰოდა...
ვისვენებ.
ვკითხულობ რუსულად.
წავაწყდი აბრევიატურას: XXC.


01.02.12
მოსკოვში,
რეკონსტრუქციის მერმედ,
დიდი თეატრი გაიხსნა
ცისკარიძე არც გალა-კონცერტზე მიიწვიეს, არც - პარტერში
п
ფოტო აქედან: >>>
რეკონსტრუქცია+ბიუჯეტის განიავება $700 მილიონად შეფასდა. გახსნის ცერემონია გადაიცა რუსეთი ყველა მსხვილი ტვ-არხის მიერ; პირდაპირი ტრანსლაცია  უჩვენებიათ 600 კინოთეატრსა და ლამის ნახევარ ევროპიაში. შემოეხეტა და უაზრო სპიჩი წარმოთქვა სუტპრეზიდენტმა. (სპიჩის უაზრობასა იხ. მატვეისთან >>>).
   ვინც მოსკოვ-ქალაქს გაშინაურებულია, (მე კი ასეთი გახლავართ), "Большой"-ის აცოცხლების მიმართ გულგრილი ვერ იქნება. მაგრამ...
   ჩატარებული სამუშაოების შედეგს თეატრის პრემიერი, ნიკოლოზ ცისკარიძე, "ვანდალიზმს" უწოდებს >>>. (პლებეურმა შურისგებამაც არ დააყოვნა: ზეიმს სათოფეზე არ გააკარეს >>>). მას კვერს უკრავს პრიმაყოფილი, აწ "სკანდალისტკა" ვოლოჩკოვა ("რუსეთი დიდი თეატრის გარეშე დარჩა" >>>).
   და მაინც... ამ პოსტის თემა არც დიდი თეატრია, არც ცისკარიძე, არც გახერხილი ფული.


15.01.12.
გაჩერებული გემისა და თურქმენეთის დღევანდელობისა
ფოტო აქედან >>>
   ეს მოხდა 1994 წელს. აშხაბადიდან შინ, თბილისს ვბრუნდებოდი ჩემი ავტოთი. უნდა ჩავსულიყავ ჯერ კასპიისპირა ქ. თურქმენბაშის, იქ ავტო შემეგდო უზარმაზარ ბორანზე (რომელზეც 2 ეშელონი, 120 ვაგონი ეტევა), ჩამომეცურა ბაქომდე და იქიდან - თბილისისკენ ჰერი! ჰერი!


10.01.12.
პუტანას ევრაზიური კავშირი
და ტრივიალური კლინიკა
მას მერე, რაც იმან... გაჯეჯილებულმა ალფა-ხვადმა: ა) თავის "სტავლენნიკ" სუტპრეზიდენტს  ათქმევინა, სიამით და სიაღშარით მზად ვარ გაპანღურებისთვისო; ბ)  დაიტირა ძვე-ლი თანამოაზრე ყადდაფი და გ) საბოლოოდ (?) მიიმწყვდია მოძმე უკრაინა კუთხეში, დრო იხელთა და პლანეტარული პროექტე-ბისთვისაც მოიცალა.
    "პლანეტარულ პროექტს" "ევრაზიური კავშირი" ჰქვია.
  თუ რამდენად ახლოა ის საღ აზრთან, ამას რუსთა მცირე, გონებაგახსნილი ნაწილიც ჩინებულად ხვდება.>>>
    ხოლო "პროექტის" საკუთრივ კლინიკური სარჩულის დასტურად ქვემორე, პატიოსან რუსთაგან შექმნილი კლიპი იკმარებს. 


21.10.11.
ჰალალი უპრინციპობა და ჰარამი პრინციპი
ილუსტრაცია აქედან >>>
ევრობიუროკრატიის გაიგივება ევროპასთან იმას ჰგავს, ქუჩის ქალი რომ ზოგადად, ქალთან გააიგივო. სიმპტომატურია, რომ თავისი თვალთმაქცობა/ფარისევლობით ევროჩინოსნები თვით კომუნისტ ბოსებსაც აღემატებიან. ეს უკანასკნელნი წესსა და კანონს უნდოდათ, წაღმა ხმარობდნენ, უნდოდათ - უკუღმა. ხოლო ეს ყურუმსაღები,  ევრობიუროკრატები, ასე ვთქვათ, "ვირზე სხედან და სხვაგვარად არ ძალუძთ". (დაბეჯითებით გირჩევთ იხილოთ: >>>).
    მოკლედ... ის ევრობიუროკრატია, რომელმაც 2008 წელს რუსისგან მიტრაწებული ცხვირ-პირი ტალიავანის "მოხსენებით" მოიწმინდა, დღეს ანუკოვიჩს ემართლება, ლედი უ ვირის აბანოში რად დაგიმწყვდევიაო.  ემართლება და საწყალი უკრაინისთვის საცოდავ "ასოცირებულ წევრობას" ვეღარ იმეტებს. >>> (ვეღარ იმეტებს და ბოროტების გამოყვერილ იმპერიას უგდებს ხახაში).
    იდეალიზმის ნარჩენებშერჩენილი  ანკები რომ არა...
    ოჰ, რა ადოლფისებურად გაილაღებდა  პუტანა პუტინი!

main page