AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION


01.02.12
მოსკოვში,
რეკონსტრუქციის მერმედ,
დიდი თეატრი გაიხსნა
ცისკარიძე არც გალა-კონცერტზე მიიწვიეს, არც - პარტერში
п
ფოტო აქედან: >>>
რეკონსტრუქცია+ბიუჯეტის განიავება $700 მილიონად შეფასდა. გახსნის ცერემონია გადაიცა რუსეთი ყველა მსხვილი ტვ-არხის მიერ; პირდაპირი ტრანსლაცია  უჩვენებიათ 600 კინოთეატრსა და ლამის ნახევარ ევროპიაში. შემოეხეტა და უაზრო სპიჩი წარმოთქვა სუტპრეზიდენტმა. (სპიჩის უაზრობასა იხ. მატვეისთან >>>).
   ვინც მოსკოვ-ქალაქს გაშინაურებულია, (მე კი ასეთი გახლავართ), "Большой"-ის აცოცხლების მიმართ გულგრილი ვერ იქნება. მაგრამ...
   ჩატარებული სამუშაოების შედეგს თეატრის პრემიერი, ნიკოლოზ ცისკარიძე, "ვანდალიზმს" უწოდებს >>>. (პლებეურმა შურისგებამაც არ დააყოვნა: ზეიმს სათოფეზე არ გააკარეს >>>). მას კვერს უკრავს პრიმაყოფილი, აწ "სკანდალისტკა" ვოლოჩკოვა ("რუსეთი დიდი თეატრის გარეშე დარჩა" >>>).
   და მაინც... ამ პოსტის თემა არც დიდი თეატრია, არც ცისკარიძე, არც გახერხილი ფული.

    ყურადღება მიაქციეთ, საიდან ადევნებს თვალს თეატრის კედლებს და ქუჩაში გამოდგმულ ეკრანზე კედლების შიგნით მიმდინარეს - სუტპრეზიდენტის სპიჩს -  მოქალაქეთა ჯგუფი.

ფოტო აქედან: >>>
   ცხადია, იცანით, მარქსი პაპა, რომელიც იქვე, თეატრალური მოედნის მიმდებარე რევოლუციის მოედნიდან (!) იმზირება. "სილოგიზმი" თავისთავად იბადება: ვიდრე მარქსსა და დიდ თეატრს ორი ნაბიჯი აშორებს, ამ ქვეყანას ვერც ნავთობდოლარების წვიმა უშველის, ვერც...
   * * *
      ოდნავ უკან დავიხიოთ...
   კომუნისტური ბნელეთის ყველა შიზოფრენული გამოვლინება ყოველთვის იდეურ და უიდეო ბოლშევიკებს ბრალდებოდათ. ხოლო გონებაგახსნილი ადამიანისთვის რუსი/რუსეთი უმალ კულტურასთან ასოცირდებოდა, ვიდრე კიროვ-ჟდანოვ-სუსლოვთან. (სხვა საქმეა, რომ რუსული კულტურის მამების - დოსტოევსკიდან - ვაგლახ! - ვიდრე ბროდსკიმდე - პროიმპერიული სულისკვეთება დავიწყებას იყო მიცემული). მიზეზად ამასაც ასახელებდნენ - "რუსი პატრიოტები": "რევოლუცია" ებრაელების ჩაწყობილია და დიდი ქვეყანაც მათ გააბახესო. 37-ში ულვაშამ ჩინოსან ებრაელობას მუსრი გაავლო. დაიჩარა სრა-სკამები სატიტულო ნაციის  "ნაღებმა".  ამის მერე ყველა უკუღმართობის (არა მხოლოდ ტრაგედიის, სახელდობრ - უკუღმართობის) გროსმიზეზი ულვაშა გახდა. და ჰა! რუსეთმა კომუნისტური უღელი გადაიგდო; ელცინ-პუტინში ძალიანაც ვერ გაუმართლა, მაგრამ უძაღლო ქვეყანაში კატობა ორივემ შეძლო; თითქოსდა, მოქალაქეთა ტრივიალურ ყოფაში კრემლი ხელს არ აფათურებს. და - რა? შეიცვალა რამე 30-50-70-იან წლებთან შედარებით? აღარც ულვაშაა და აღარც კაგანოვიჩი. და - რა?
ფოტო აქედან: >>>
ფოტო აქედან: >>>
   ცხადია, შიზოფრენული ლოზუნგი ვიღაც სულელს, ან ზედმეტად წესიერს რომ სასაფლაოს გვერდით აღუმართავს, მისასალმებელი. მაგრამ ეს არ კმარა. და არც ეს:
ფოტო აქედან: >>>
   "გაიტანეთ!" - ესღაა თავჩაქინდრული რუსეთის წამალი.
    P.S. რუსეთის უკეთესმა უმცირესობამ ჩვენზე კარგად იცის წამლის ასავალ-დასავალი. მაგრამ მკურნალობა (თუ შესაძლებელია) არც პაციენტს უნდა და არც იმის პატრონს. ისღა დაგვრჩენია, გონზე მყოფ უკეთეს უმცირესობას, თანაგრძნობა გამოვუცხადოთ...
     P.Р.S.