05.02.12.
XXC
ახლა...
ვკითხულობ და ვისვენებ.
(კითხვის დროს შეიძლება: რაღაც გაიგო; ვერ გაიგო; იამო; ვერ იამო; დაგებადოს გრძნობა; მოგეწამლოს გრძნობა; დაგებადოს აზრი; დაკარგო აზრი... და ა.შ. და ა.შ.)
და:
შეიძლება დაისვენო კიდეც.
ჰოდა...
ვისვენებ.
ვკითხულობ რუსულად.
აბრევიატურა იშიფრება ასე: Храм Христа Спасителя.
(არაპურისტულად, ჩვენი ტრადიციისამებრ თუ მოვაქართულებთ - "მაცხოვრის ტაძარი").
ვერაფერს იხსენებთ?
СССР; ОБХСС; ГлавРыба... გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.
აბრევიატურების შექმნის მიმართ რუსული ენის მოქნილობა ერთობ მართობდა.
და ქართულის მოუქნელობა ("სოდი"; "კუდი"; "სეოკი"; "ჯანდაცვა"; etc.) მაღიზიანებდა.
მაგრამ... XXC??!!
ამ "ტრენდის" მიხედვით როგორ შიძლება "გავააბრევიატუროთ" "წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი" - "წსსსტ" ??!!
არა, ძვირფასებო...
აბრევიატურების შექმნის ნიჭი თუ რესურსი სხვისთვის დაგვითმია.
. . .
XXC ...
. . .
P.S. მგონი რომ, მიმიხვდით - არ ვცინიკოსობ.
მათთვის სრულიად ბუნებრივ "ხახაეს"-ში რაღაც სხვა დევს... კიდევ - რაღაც სხვა...