AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION


17.01.12.
როგორ გახდა ლუთერი ვირუსი
მარტინ ლუთერი და თანამედროვე სოციალური  ქსელები
ამ სამყაროში ახალი არაფერია - მ.შ. არ "ლაიქების" რევოლუცია. "ფეისბუქამდე" და  "არაბულ გაზფულამდე" 500 წლი 
ადრე სოციალურმა ქსელებმა თავისი წვლილი შეიტანეს რეფორმაცის გამარჯვების საქმეში. არ გჯერა? 
მაგრამ ჟურნალი The Economist სწორედ ამას ამტკიცებს. 
     ნაცნობი სურათია: ათეული წლების განმავლობაში დაგროვილ სოციალურ უკმაყოფილებას ახალმა მედია, ბოლოსდაბოლოს, მისცა შესაძლებლობა, რომ  ტოტალიტარული რეჟიმის ოპონენტებს გამოხატათ თავისი შეხედულებები, ოფიციალურად დაერეგისტრირებინათ თანამეგობრობები, თანამშრომლათ და მოეხდინათ თანაქმედებების კოორდინაცია.

   სოციალური ქსელები იცავს ოპოზიციის ხმას ჩახშობისგან და, ამავე დროს,  ხალხის რევოლუციური განწყობის გამოხატვის საშუალებაცაა. ამის წყალობით, ახალი ტექნოლოგიები საზოგადოებრივი ცვლილებების ჩინებული კატალიზატორი ხდება. ამ რეალობას ერთნაირი დამაჯერებლობით ადასტურებს როგორც წლევანდელი "არაბული გაზაფხული", ისე რეფორმაცია, რომელმაც დაახლ. 500 წლის წინ შეაზანზარა ევროპა. მართალია, ლუთერ იყენებ ბროშურებს და გრაფიტის დაფებს, ხოლო წინააღმდეგობა რელიგიურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ მოქმედების ალგორითმები მსგავსებას ამჟღავნებს.  
   დავა იმის შესახებ, თუ რა იყო რეფორმაციისთვის უფრო მნიშვნელოვანი - ბეჭდვითი სიტყვა, თუ ორატორული გამოსვლები და ქადაგებანი - ინტერნეტის გაჩენასათან  ერთად, ახალი მიმართულება მიიღო: შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყო არა იმდენად ბეჭდვითი სიტყვის რესურსი, ამდენადა სოციალური ქსელების ის სისტემა, რომელს მეშვეობითაც ვრცელდებოდა ინფორმაცია. ლუთერმა, რომელიც არაბ რევოლუციონერებზე ნაკლებად გონებასხარტი არ ყოფილა, მალე აუღო ალღო ამ სისტემას და მიზანანმიმართულად შეძლო მისი გამოყენება.
   რეფორმირმაცია დაიწყო 1517 წლის 31 ოქტომბერს, ოცა ლუთერმა ვიტენბერგის   ციხესიმაგრის საყდრის კარიბჭეს ლათინურად დაწერილი, თავისი "95 თეზისი" ააკრა. "თეზისების" ავტორს აღშფოთებდა მღვდლის, გვარად ტეცელის გარჯა, რომელიც ურცხვად ვაჭრობდა ინდულგეncიებით. ვაჭრობის მიზანი, პაპის საამებლად, წმ. პეტრეს სახელობის ბაზილიკის რეკონსტრუქციის დაფინანსება იყო. ტეცელის დევიზმა (სლოგანმა) - "გარდაცვლილთა სულები იმ სისწრაფით მოხვდებიან სამოთხეში, რა სისწრაფითაც ჩაჩხრიალდება ფული საეკლესი ფონდ" - ლუთერ სასულიერ რეფორმის აუცილებლობა გააცნობიერებინა. დეკემბერში ჯერაც ლათინურადვე გადაბეჭდილი "თეზისები" ასლები ერთდროულად გამოჩნდა ლაიფციგში, ნიურნბერგსა და ბაზელში. ხოლო სულ მალე გავრცელდა გერმანული თარგმანიც, რის შემდეგაც ლუთერის სიტყვა მთელ ქვეყანას მოედო.
   იგი წერდა: "ტექსტის გავრცელებამ გადააჭარბა ყველა მოლოდინს"; ხოლო ცოტა მოგვიანებით ნანობდა, რომ სათქმელი არ ჩამოაყალიბა უფრო მკაფიოდ: "რომ მცოდნოდა, რა მოხდებოდა, დავწერდი უფრო მარტივად და ნათლად". შემდეგი პამფლეტი ლუთერმა უკვე გერმანიულად აახმიანა, თან სხვადასხვა მიწების (პროვინციების) დიალექტიზმებს გაურბოდა, რათა თავისი მოწოდება ყველა გერმანელისთვის  ყურმისაწვდომი გაეხადა.
   ინფორმაციის გავრცელების საზოგადოებრივი არხების სისტემა, რომელსაც ასე მოხერხებულად იყენებდა ლუთერი, დღევანდელ ინტერნეტს ჩამოჰგავს. თავად ლუთერის შექმნილი სისტემის მონაწილენი ინფორმაციის გავრცელების ხერხებს თვითონ ეძებდნენ. იმ სისტემის მონაწილეებს, რომლებიც არა მარტო მოიხმარენ  ინფორმაციას, არამედ ქმნიან და ავრცელებენ კიდეც მას, მკვლევარები დღეს აუდიტორიად კი არა, ინტერნეტ-საზოგადოებრიობად მოიხსენიებენ.
   ლუთერის პამფლეტები წიგნებზე ბევრად სწრაფად იბეჭდებოდა - ერთ-ორ დღეში - და შემდეგ ქალაქებში ვრცელდებოდა. ლუთერის მიმდევრები მათ წაკითხვას ურჩევდნენ მეგობარ-ახლობლებს, წიგნით მოვაჭრენი რეკლამას უწევდნენ, ხოლო მეროჭიკე ბერებს და ვაჭრებს ქვეყნის ყველა კუთხეში მიმოჰქონდათ.  
   დღევანდელი "ლაიქების" და "რეტვიტების" მსგავსად, ასლების რაოდენობა პამფლეტების პოპულარობის საზომი იყო. "ქადაგება ინდულგენციების და მადლის შესახებ" 1518 წელს 14-ჯერ გადაიბეჭდა. 1520-1526 წლებში  გერმანიაში გამოცემულ 6000 პამფლეტს შორის 1700 ლუთერის კალამს ეკუთვნის.
   ინფორმაციის გავრცელების ახალი სისტემის პირობებში საჯარო დიალოგში სხვა  თეოლოგებიც შემოდიოდნენ: პირველი ლუთერის პამფლეტს თვით ტეცელი გამოეხმაურა. ტეცელისა და პაპის დამცველად გამოვიდა სილვესტერ მაცოლინი, რომელმაც ლუთერს "ჭკუანაღრძობი და გრძელცხვირა კეთროვანი" უწოდა. ლუთერმა მას პამფლეტით სულ ორიოდ დღეში უპასუხა: "ვწუხვარ, რომ მეზიზღებოდა ტეცელი. რა განჯგონებულიც არ უნდა იყოს იგი, მაინც თქვენზე ძლიერია. თქვენ არ უთითებთ წმინდა წერილზე. თქვენ არ ასაბუთებთ თქვენ თვალსაზრისს".
   აზრთა ჭიდილის თვალყურის დევნება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა  აღაფრთოვანებდა ხალხს - იბადებოდა საჯარო კამათში თანამონაწილეობის განცდა. პამფლეტების ავტორთა უმრავლესობა მოუწოდებდა მკითხველს, დღის წესრიგში დამდგარი საკითხები ახლობელ-მეგობართა წრეში განეხილა, ხოლო წერა-კითხვის უცოდინართა გასაგონად ხმამაღლა წაეკითხა ნაწერი. ხდებოდა, რომ ქარგალთა და ხელოსანთა მთელი ამქრები თავს რეფორმაციის მიმდევრებად აცხადებდნენ. ქადაგებებმა დუქნებსა და სასტუმროებში გადაინაცვლა: ასე მაგალითად, 1524 წ.  ბაზელში განიხილებოდა საჩივრები დუქნებში საჯარო კითხვა-ქადაგებათა წინააღმდეგ. კამათში მონაწილეობას ღებულობდა ყველა ჯურის ხალხი - ინგლისის მეფით, ჰენრი VIII-თი დაწყებული, რომელიც დაუპირისპირდა ლუთერს, და პოეტით, ჰანს საქსით დამთავრებული, რომელიც პოპულარულ სიმღერებს თხზავდა რეფორმაციის მხარდასაჭერად.  
   რეფორმაციის ხანაში არა მხოლოდ სიტყვა ვრცელდებოდა. პამფლეტების მსგავსად, პოპულარობას იხვეჭდა მუსიკა და მხატვრობა. სიმღერები იმით იყო მიმზიდველი, რომ მათი შესრულება უბირ-უწიგნურსაც შეეძლო. მუსიკალური პამფლეტებს თან ახლდა წერილობითი "ინსტრუქცია", რომელშიც მითითებული იყო შესრულების განწყობა-მანერა. ხშირად რელიგიური და საერო მელოსი ერთიმეორეს ერწყმოდა.
ლუთერის პირველ გამოცდილებად ამ ჟანრიში იქცა ბალადა ორი ბერის შესახებ,  რომელნიც სიკვდილით დასაჯეს ლუთერანობისგან არგანდგომის გამო. ლუთერსვე მიეწერება პაროდიული სიმღერა - "ახლა კი გავაგდებთ პაპს". (Nun treiben wir den Babst hinaus). ორიგინალში ეს სოფლური მოძახილია - "ახლა კი გავაგდებთ ზამთარს".
   პროპაგანდის კიდევ ერთი საშუალება იყო გრავიურა. სიმღერების მსგავსად, ნახატიც ერთობ მარჯვე საშუალება იყო უწიგნურამდე სათქმელის მიტანისა. მართალია, ზოგი გრავიურა რთული სიმბოლიკით იყო დატვირთული - ასეთი ნიმუშები მხოლოდ განათლებული ადამიანებისთვის იყო გასაგები ("ქრისტესა და ანტიქრისტეს ვნებანი" – Passional Christi und Antichristi). მაგრამ ვრცელდებოდა საოცრად უბრალო და თვალმიმზიდველი ნიმუშებიც, რომლის აღქმაც უკლებლივ ყველას შეეძლო ("შექმნა ბერებისა" – Die Erschaffung der Mönche).
   პამფლეტების, სიმღერების და გრავიურების ზვავი საზოგადოებრივ აზრს ლუთერის სასარგებლოდ ცვლიდამღვდელმსახურები ჩიოდნენ, რომ ფუჭი ყბედობა და უდიერი წიგნები რყვნიდნენ ხალხს. პაპის დესპანი, ალექსანდრე, ვალალებს, რომ გერმანიაში, გარდა ლუთერის პამფლეტებისა, არაფერი იყიდება. პაპისტების მცდელობა, რომ ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების საქმეში ხელთ ეგდოთ ინიციატივა, მარცხით დამთავრდა - იმ დროს, როცა მძიმე ლათინურით ნაწერი მათი ტრაქტატები მონასტრებში იმტვერებოდა, ლუთერის გერმანულ უსტართ ხალხი ერთმანეთს ხელიდან სტაცებდა.
   ლუთერის მტრები მის წარმატებას ავადობას ადარებდნენ. 1520 წელს, პაპის ბულაში, რომელიც ლუთერს ეკლესიისგან განკვეთით ემუქრებოდა, მიზნად ისახავდა "შავი ჭირისგან, ავთვისება ავადობისგან თავის მოზღუდვას". მაგრამ ვერც ცენზურამ, ვერც აგიტაციამ საქმეს ვერ უშველა - უკვე გვიან იყო. ლუთერის  გავლენა მთელს გერმანიას მოსდებოდა და მის საზღვრებსაც გასცდენოდა.
  
რეფორმაციის დასაწყისში  ლუთერის მხარდაჭერის გახმიანება სახიფათო იყო: დესპოტური რეჟიმი ახშობდა ოპოზიციის ხმას და ხელს უშლიდა   თანამეგობრობის  ჩამოყალიბებასასეთი შეზღუდვები ადამიანთა თანაქმედებას პრობლემას უქმნის:  ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ ჩუმადაა, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ მის  უკმაყოფილებას უმრავლესობა იზიარებსაღნიშნული ფენომენი, "არაბული გაზაფხულის" მაგალითზე, შეისწავლა სოციოლოგმა, -მა ზეინალ თჲუფენქჩიმ (ჩრ. კაროლინის უნივერსიტეტი). იგი მიიჩნევს, რომ დიქტატურის ზეობას ტუნისსა და ეგვიპტეში მხოლოდღა ეს პრობლემა აპირობებდა. და მხოლოდ ახალმა მედიამ  შეაძლებინა ხალხს ხმა აემაღლებინა და ამავე დროს გაერკვია, შეეტყო, რას ფიქრობდნენ სხვები ხელისუფლების თაობაზე.  ამან შემდგომ მოვლენებს ცხოველმყოფელი იმპულსი მისცა.
  
მსგავსი რამ მოხდა რეფორმაციისასპამფლეტების ნაკადმა და პოპულარობამ საზოგადოებრივი აზრის მანიფესტირების მექანიზმი შექმნა. როგორც ამბობს ენდრჲუ პიტეგრი - ისტორიკოსი, რეფორმაციის სპეციალისტი, სენტ-ენდრჲუს  უნივერსიტეტიდან - "მხოლოდ სათაურთა სიუხვეც უკვე თვალსაზრისთა შეუჩერებელი ნაკადის შთაბეჭდილებას ქმნიდა".
  
თანამედროვე საზოგადოება მიდრეკილია, იფიქროს, რომ ყველა წინა თაობაზე წინმდგომელია და წინა თაობათა გამოცდილება არაფერში წაადგება. მაგრამ ისტორია მუდამ გვიმტკიცებს, რომ ველოსიპედის გამოგონება არაფერში გვჭირდება. მასმედია სიახლე როდია - მას დიდი ისტორია გააჩნია. შესაძლოა, ახალი ტექნოლოგიები დღეს კავშირის უფრო სწრაფი არხების გამოყენების საშუალებას იძლეოდეს, მაგრამ უკვე 500 წლის წინ მედიამ  შობა რევოლუცია.
  
კომუნიკაციის საშუალებები არა მხოლოდ ერთმანეთთან, წარსულთანაც გვაკავშირებს.