19.02.12.
რა ბარაქა მოუტანეს ობამას
"გარაჟის ბიჭებმა"
ჰილარისთან და "ვეშაპებთან" ბრძოლაში
ჰაი-ტეკის პიონერებმა, - გეიტსმა, ჯობსმა, ბრინმა და კომპანიამ - თითქმის არაფრიდან რომ შექმნეს თავის პლანეტარული ბიზნესი - პლანეტარული როგორც მასშტაბის, ისე გავლენის თვალსაზრისით! - კარგადაა ცნობილი. ისიც არავისთვისაა სიახლე, რომ "გარაჟებში გაზრდილმა ბიჭებმა" ტრანსნაციონალურ გიგანტებს "ყურები დაახიეს ". მაგრამ მათი როლის და ადგილის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის - კერძოდ, ობამას არჩევნებში არც ისე ბევრია ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ქვემოთ წარმოდგენილი მცირე პასაჟი სწორედ ამ როლის შესახებ იამბობს...
მელორ სტურუა: მაგრამ როგორ ვითარდებოდა ნანოტექნოლოგიები აშშ-ში? - ეს ყველასთვის ცნობილია. ყოველთვის ამბობდნენ: "ავტოფარეხებში". გამოჩნდებოდნენ გენიალური ბიჭები, ისეთები, როგორიც გეიტსია და სხვები და იწყებდნენ ამ ავტოფარეხებში ჩხირკედელაობას. და საქმე გამოსდიოდათ! გამოუვიდათ საქმე? - მიდიან და აცხადებენ: "ჩვენ გამოგონებას გავყიდით, ოღონდ - პატენტს და ჩვენც წილში უნდა ვიყოთ". და ასე, ნელ-ნელა, ძალას იკრებდნენ.
ეს ზემოდან არავის უბრძანებია, გესმით? "მოდით, განვავითაროთ ნანოტექნოლოგიები". არა! ეს სიტყვა თეთრ სახლში არავის წამოსცდენია. და ეს ახლგაზრდა ბიჭები, ვინც "გუგლი", "მაიკროსოფტი", "ეფლი" შექმნა, უმსხვილეს ცენტრებს აარსებენ. ეს სილიკონის ველია, კალიფორნია და ვაშინგტონის შტატია. მაგრამ! მათ წინააღმდეგ ხომ კაშალოტები დგანან?! - "ჯენერალ მოტორსი", "ჯენერალ ელექტრიკი", უმსხვილესი ნავთობკომპანიები, ვის ხელშიცაა "old money" ["ძველი ფული"]. და მათ არ უნდათ, ამ ბიჭებს სასიცოცხლო სივრცე დაუთმონ. და, რა თქმა უნდა, მათ, ძველებს, თავისი პოლიტიკური მანქანა აქვთ - რესპუბლიკელები.
რა ქნან ახლებმა? იმათაც უნდათ წინსვლა და მათ იციან, რომ თავისი ხალხი უნდა ჰყავდეთ თეთრ სახლში, კონგრესში, მთავრობის ყველაზე საპასუხისმგებლო პოსტებზე და, რაც მთავარია, ფინანსურ წრეებში, უოლ-სტრიტზე. და ისინი, მაპატიეთ... ეტმასნებიან ობამას და ეუბნებიან: "ძვირფასო ბარაქ..."
სხვათა შორის, თვით ჰილარიც ფსონს მათზე კი არა, ბებრებზე ჩავიდა. და როცა ობამამ ჰილარისთან ჭიდაობა დაიწყო, ახლები მივიდნენ ბარაქთან და შესთავაზეს: "ჩვენ არა მარტო ფულს გავიღებთ, მთელ ჩვენს ტექნოლოგიურ ქსელსაც ვიძლევით. ეს ყველაფერი შენზე იმუშავებს". და ეს ყველაფერი ამუშავდა. მათ ზუსტად იცოდნენ, სად იმყოფება ესა თუ ის ამომრჩეველი და რა უნდა მას. ყველა ამომრჩეველს თავისი ვირტუალური სახე და ადგილი ჰქონდა მათ მობილურ ტელეფონებში. და თუ საჭირო იყო სადმე ხალხის გადასროლა, დაუყოვნებლივ, შეუფერხებლად ხდებოდა ეს. ანუ ისინი ნანოტექნოლოგიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ. ხოლო ესენი ძველებურად ირჯებოდნენ: მისცემდნენ კანდიდატს ფულს და... როგორც გინდათ მოიხარშეთ თქვენს წვენში.
... ანუ რას ვგულისხმობ "ნანოტექნოლოგიურ საარჩევნო კამპანიაში"? ის სულ სხვა ტექნოლოგიურ დონეზე მიმდინარეობდა. ამ ბიჭებმა ზუსტად იცოდნენ, რომელ შტატში, რომელ ოლქში, რომელ უბანზე როგორი იყო ძალთა თანაფარდობა, რა არის გასაკეთებელი და ვინ სადაა გასაგზავნი. უნდა გაიგზავნოს, როგორც ჩვენ ვამბობთ, "მილიონი" აგიტატორი? - ჰოდა, აგზავნიდნენ. პლუს ობამას ჰქონდა მთელი ეს ტექნოლოგიური ბაზა; არა უბრალოდ, ეკრანი, რომელზეც ხედავ, ვინ რამდენი ხმა მიიღო, არამედ მთელი, სრული კონფიგურაციის სურათი.
ეს ხალხი ყოველ ადამიანს, ყოველ ამომრჩეველს ურეკავდა. ეხმარებოდნენ, აძლევდნენ მობილურს, კომპიუტერს, ყველაფერს, რაც საჭიროა. მოკლედ, ამას მე საარჩევნო კამპანიის ნანოტექნოლოგიურ წარმართვას ვეძახი და ვანსხვავებ ძველისგან, როცა ფულს გაძლევენ და... თავში ქვა გიხლია.
ორიგინალი